ბაღის პერსონალის მართვის მარეგულირებელი მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია, რომ დაწესებულებაში მიმდინარე ყველა პროცესს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი (Process Owner ე.წ. პროცესის მფლობელი) და ამასთან, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების იმგვარად განაწილება, რომ ხელშეწყობილი იყოს პროცესების უწყვეტი და შეუფერხებელი მიმდინარეობა.
თუმცა იქვე განმარტებულია, თუ ვის ეკრძალება სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმება.
უფრო კონკრეტულად კი: „დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. შესაბამისად, დაწესებულებამ პოტენციური დასაქმებულისგან უნდა გამოითხოვოს და პირად საქმეში შეინახოს დოკუმენტი (ცნობა), რომელიც დაადასტურებს, რომ იგი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი არ არის“.