განათლების სამინისტროს შეუძლია საგანმანათლებლო დაწესებულებას ორმაგი დაფინანსება გადაურიცხოს - ბრძანების დეტალები
06-05-2025

პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია, დაწესებულებას გადაურიცხოს  კვარტალური დაფინანსება (გარდა მე-4 კვარტალისა) ორმაგი ოდენობით.

ამ შემთხვევაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი დაწესებულებისათვის კვარტალურად გადასარიცხი დაფინანსებიდან.“

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...