რა მიმართულებებს მოიცავს მანდატურის სამსახური და რამდენ სკოლაშია შესული უწყება
17-05-2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, მანდატური ჯამში 722 სკოლაშია შესული. 

„მანდატურის სამსახური წარმოდგენილია საქართველოს 720 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს მოსწავლეთა 90 პროცენტზე მეტი, ასევე, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში.

შედარებით მცირეკონტინგენტიან სკოლებში უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ სკოლის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ არიან გადამზადებულნი. 2024 წლის განმავლობაში, გადამზადდა 54 უფლებამოსილი პირი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ამჟამად 3 მიმართულებას მოიცავს:

უსაფრთხოების კომპონენტი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების საქმიანობა სკოლებში, მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი - მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული პირების უფასო, მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მხარდაჭერა;

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი - ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საკონსულტაციო მომსახურებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...