„როგორ ვიბრძოლოთ მავნე ჩვევების წინააღმდეგ“ - გურძემის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო პროექტი
20-01-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, ამ მიზნით არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ხორციელდება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასში, სამოქალაქლო განათლების შესწავლისას განხორციელებული პროექტი - „როგორ ვიბრძოლოთ მავნე ჩვევების წინააღმდეგ“.

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, თემის ირგვლივ ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო საინფორმაციო პოსტერიც დაამზადეს. 

პროექტს პედაგოგი მადონა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203