განჯალის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი როლური თამაშით წარიმართა 
20-01-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწვლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მასწავლებელ ნინო სიმონიშვილთან ერთად, მოაწყვეს როლური თამაში - თემაზე - „ექიმთან“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეები დაუფლებოდნენ ახალ სიტყვათა მარაგს ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობისას გამოსაყენებელ სიტყვებს, დიალოგის ფორმას და შეძლონ მათი გამოყენება რეალურ სიტუაციებში.

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203