ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ესეებისა და მხატვრული კითხვის კონკურსში
20-01-2025

კიდევ ერთი წარმატება იზეიმა წინასაახალწლო დღეებში ჭიათურის N2 საჯარო სკოლამ, რომელმაც ქალაქის სხვა სკოლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ჭიათურის კულტურის ცენტრის მიერ ანა კალანდაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარებულ ესეებისა და მხატვრული კითხვის კონკურსში.

ტრადიცულად სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში თავი ისახელეს. 

„როგორც სჩვევია ჩვენს სკოლას, არც აქ შეურცხვენია თავი. აღნიშნული ესეების კონკურსში საპატიო პირველი და მესამე ადგილების მფლობელები გახდენ IX კლასის მოსწავლეები: ლიზი ჯაოშვილი და ლიზი გაფრინდაშვილი“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეები სოლიდური საჩუქრებით დაჯილდოვდენ,

მხატვრული კითხვის კონკურსში კი ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა VIII კლასის მოსწავლე მურმან შეყილაძე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამივე მოსწავლის პედაგოგი მარინა ბედინაშვილი გახლავთ. დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს დამსახურებულ წარმატებას.

ღონისძიების შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203