ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო თავგადასავალი
17-01-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა წინასაახალწლო პერიოდი ზღაპრულ თავგადასავლად უქციეს. 

გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, ბავშვები გასართობ ცენტრს სტუმრობდნენ, სადაც ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. 

მოსწავლეებმა სცენაზე „თოვლის დედოფალი“ დადგეს და საოცარი კოსტიუმირებული სანახაობა წარმოადგინეს. 

სადღესასწაულო კოსტუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება.

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდემასალა ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203