ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც მეტად შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში, სხვადასხვა კუთხის საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შემოდგომა ენდემური ჯიშებითა და კუთხური ჩვეულებებით. მაყურებელს მიაწოდეს ინფორმაცია სახალისო ფორმით, ამოავლეს ჩურჩხელა, „გადალახეს“ იმიტირებული ენგურის ხიდი და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს.
იხილეთ ფოტოები: