ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამ მხრივ განსაკუთრებული იყო წინასაახალწლო პერიოდი.
მათ შორის, 27 დეკემბერს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლელა გაფრინდაშვილის თაოსნობით, წარადგინეს სპექტაკლი არჩილ სულაკურის - „სალამურას თავგადასავლის“ მიხედვით.
მოსწავლეებმა ოსტატურად გაითამაშეს როლები, იცეკვეს და იმღერეს, სასიამოვნოდ გაატარეს დრო მათმა მშობლებმაც.
ღონისძიების ბოლოს თოვლის პაპამ, ბავშვებს საჩუქრები დაურიგა და ყველას ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: