ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო პროექტში ჩაერთნენ
17-01-2025

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, მათ შორის საერთაშორისო ინიციატივებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლელა სხილაძე და VIII - IX კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საერთაშორისო სასწავლო პროექტში - Timeless treasure - bridging cultures through cultural heritage („მარადიული საგანძური - კულტურათა ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში“).

პროექტი ხორციელდება e-Twinning-ის საერთაშორისო პლატფორმაზე, რომლშიც ასევე მონაწილეობენ მოსწავლეები და მასწავლებლები პალესტინიდან, ხორვატიიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სხვა ერების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, ინგლისური ენის სწავლის მოტივაციის ამაღლებას და სხვა. პროექტი გაგრძელდება 2025 წლის მაისის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში 17 იანვარს ჩატარდა პირველი ონლაინ შეხვედრა, სადაც ნამაშევის სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს და პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კერძოდ, ხონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრისა და წყალტუბოს სანატორიუმის შესახებ. შეხვედრა წარმართა 9 სკოლის მოსწავლეთა შორის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203