თბილისის N103-ე საჯარო სკოლის სომხურ სექტორში საიათნოვას შემოქმედებას საღამო მიუძღვნეს
19-06-2018
თბილისის N103-ე საჯარო სკოლის სომხურ სექტორში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც დიდი აშუღი მგოსნის - საიათნოვას შემოქმედებას ეძღვნებოდა.
მონაწილეობას სომხური სექტორის V-XI კლასის მოსწავლეები იღებდნენ. მათ დიდებული მგოსნის პოეზია ქართულ და სომხურ ენაზე გააცოცხლეს. ამავდროულად, მეფე ერეკლე II-ს ეპოქის ამსახველი მუსიკალურ-თეატრალიზირებული სპექტაკლი ძველი თბილისის ფონზე წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რ. სადოიანი; საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გ. თუმასიანი, ისნის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ი. ჯიშკარიანი, პოეტი-მთარგმნელი გ. შახნაზარიანი, განათლების სამინისტროს კოორდინატორი კ.მანუკიანი, ისან-სამგორის რესურსცენტრის უფროსი მ. როსტიაშვილი-წიკლაური და გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვ. ბაიბურთი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია