ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების - თეკლე შონიასა და მარიამ ახალაიას სპორტული წარმატება 
17-01-2025

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო, რაც ახალგაზრდების მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლე თეკლე შონიამ მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალური შეჯიბრებაზე დაიკავა პირველი ადგილი, მე-8 კლასელი მარიამ ახალაია კი გამარჯვებულია - 100მ დისტანციაზე სირბილში.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ემზარ შონია გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. 

ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203