მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში სემესტრის მიწურულს ზღაპრული განწყობა დატრიალდა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნეს და წინასაახალწლო დღეები დღესასწაულად უქციეს.
ნიჭიერი ბავშვების და მათი მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად სკოლა საზეიმოდ მოირთო. გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიებაც. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მაყურებელს ახალი წელი ცეკვით, სიმღერით, ლექსებითა და ლამაზი მუსიკალური ნომრებით მიულოცეს.
იხილეთ ვიდეო