ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის წარმატებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ 
15-01-2025

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის კედლებში წარმატებული, წარჩინებული, გონიერი და ღირსეული თაობები აღზრდილა, რითაც სკოლა ამაყია. 

ამჯერად, გიმნაზიის კურსდამთავრებულებს: ანა მინაშვილს და მართა გახარიას, სკოლის საამაყო გოგონებს კიდევ ერთხელ ულოცავს სასკოლო საზოგადოება სწავლაში მიღწეულ წარმატებას და ღირსეულ ოქროს მედალლებს, უკვე განათლების სამინისტროს მიერ გადაცემულს.

სკოლაში ახარებთ, რომ არაერთი წარჩინებული ახალგაზრდა იზრდება, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგების შრომას, თავიანთი მიღწევებით ადასტურებენ. 

„ჩვენს გიმნაზიას ვუსურვებ ბეჯითი, შრომისმოყვარე, წიგნიერი მოსწავლეების სიმრავლეს ! თითოეული მედალი კიდევ ერთი დასტურია ჩვენი პედაგოგებისა და მათი აღსაზრდელების თავდაუზოგავი შრომისა! წარმატება იყოს ჩვენი თითოეული მოსწავლის მეგზური!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...