
თბილისის N200 და N173 სკოლებში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას მოწმობს ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო თბილისის N200 სკოლაში დადგმული სპექტაკლი „საახალწლო ზღაპარი“, რომელიც ინტეგრირებულად ჩატარდა თბილისის N173 სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ღონისძიებაზე ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლის დირექტორი ელდარ არაბული, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს აღფრთოვანებული დარჩა ამ დღით.
აღსანიშნავია, რომ დირექციამ სპექტაკლზე სტუმრად მიიწვია სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი მარინე უჯმაჯურიძე, რომელსაც ახლანდელმა დირექტორმა - ელდარ არაბულმა მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ღვაწლისა და ღირსეული ხელმძღვანელობისთვის.
„მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის, რეჟისორ - ბაჩო გაბრუაშვილს, მის ასისტენტებს: აღმზრდელ - მზია ხუციშვილს და მუსიკის მასწავლებელ - ლიკა სანაიას.
მადლობას ვუხდით N173 სკოლის დირექტორს, ლია თუშურს და მისი სკოლის მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„სპექტაკლის შემდეგ, მოსწავლეებს სასადილოში გავუმასპინძლდით სადღესასწაულო სადილით“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: