
თბილისის N12 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი და 2024 წელი საქველმოქმედო კამპანიით დაგვირგვინდა, მოსწავლეებმა მოხუცებულები ღრმა ბავშვობაში დააბრუნეს, დროში, როცა შობის სასწაულებისა და თოვლის ბაბუის არსებობის სწამდათ.
დიახ, შორეული ლაპლანდიიდან თუ არა, თბილისის N12 საჯარო სკოლიდან, „მოხუცთა თავშესაფარ ბარბარეს“, ბენეფიციარებს ახალგაზრდა სანტები ესტუმრნენ.
მასპინძლებს, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა მცირედი ნობათით და სკოლის და კლასის სახელით 2025 წელი მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი მაია ხარაიშვილი გახლავთ.
„ძალიან მაგრები ხართ, ბავშვებო და ძალიან მაგარი დამრიგებელი გყავთ... ქალბატონო მაია, მადლობა თქვენ, მადლობა, თქვენს ბავშვებს და მათ მშობლებს... მადლობა, რომ არ გავიწყდებით...“, - დიდი მადლიერებითა და სითბოთი გამოაცილეს თავშესაფრიდან მოსწავლე-მასწავლებლები.
„სიკეთე გადამდებია“, „ესტუმრე თავშესაფარს“, „აჩუქე ემოცია“, - ეს გახლდათ მოსწავლეთა მთავარი მოწოდებები და გზავნილი.
იხილეთ ვიდეოები: