ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა სპექტაკლი - „სამანიშვილის დედინაცვალი“ დიდ სცენაზე ნახეს
14-01-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი საკმაოდ აქტიური და საინტერესო ინიციატივებით გაჯერებული გახლდათ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასელთა ვიზიტი შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრში, სადაც მოსწავლეებმა სპექტაკლი - „სამანიშვილის დედინაცვალი“, იხილეს. 

გარდა სცენაზე გაცოცხლებული ლიტერატურისა, მოსწავლეები ეზიარნენ მსახიობთა საშემსრულებლო ოსტატობას. 

ვიზიტი კლასის დამრიგებელის მარიკა მეგრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციური, შთაბჭდილებებით აღსავსე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...