თბილისის N198 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო იყო სკოლაში გამართული საახალწლო აქტივობები. ახალი წლის სამზადისში მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
ბავშვებმა თემატური ნახატები და საახალწლო დეკორაციები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები და ხედვა წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოება ყველას დიდი სიყვარულით ულოცავს შობა-ახალ წელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე