
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრის მიწურულს შთამბეჭდვი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სადღესასწაულოდ მორთულ სასკოლო სივრცეში მრავალფერვანი ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება ემოციებით სავსე იყო.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს! მადლობა ირმა ლომაია, განწყობა ასე რომ აუმაღლე ჩვენს პატარებს. მადლობა ყველას, დაუვიწყარი დღის ორგანიზებისთვის.
უზომოდ ბედნიერი ბავშვები“, - ამ სიტყვებით დაგვირგინდა ღონისძიება სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: