ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
14-01-2025

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს (დამრიგებელი ირმა კალანდია) - კესო ჩანგელიას, დათუნა კვარაცხელიას, ცოტნე შენგელიას და ლიზი ბობოხიას, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სასკოლო საზოგადოება მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„გილოცავთ ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...