ზღაპრული საახალწლო ღონისძიება საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში
14-01-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს, საყვარელი ზღაპრები პერსონაჟებს უმასინძლეს და დიდი საახალწლო ზეიმი გამართეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე. 

„გულწრფელ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორსა და ადმინისტრაციას ბავშვებისთვის ზღაპრული საახალწლო განწყობის შექმნისთვის, თქვენი ყურადღება და ზრუნვა ყოველთვის გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შვილები საუკეთესო გარემოში იზრდებიან. დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი მომენტებისთვის!“, - ამ სიტყვებით კი, მშობლებმა მადლიერება გამოთქვეს მასწავლებლებისა და დირექციის მიმართ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...