„ვარდისფერი შემოდგომა“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა 
14-01-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.

მათ შორის იყო სკოლაში განხორციელებული პროექტი - „ვარდისფერი შემოდგომა“, რომელსაც პედაგოგები მ. ბელქანია და ი. არქანია ხელმძღვანელობდნენ.

პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები და სკოლის ეკოკლუბი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში და ზოგადად თემში ცნობიერების ამაღლება, ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ საკითხის აუცილებლობის შესახებ და გააცნეს საზოგადოებას. მათ ასევე ჩაატარეს გამოკითხვა იმის დასდეგენად, თუ რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული საქართველოში არსებული სკრინინგ ცენტრების შესახებ, მიმართავენ თუ არა ამ ცენტრებს.

„ბავშვებმა სიმბოლურად დაამზადეს ვარდისფერი ლენტები, დაარიგეს ბუკლეტები და იმედოვნებენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს და გაზრდის ადამიანთა მიმართვიანობას სკრინინგ ცენტრების მიმართ. რაც მნიშვნელოვანია დაავადების დროული აღმოჩენის და, რა თქმა უნდა, დამარცხებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

დამსწრე საზოგადოებას მოსწავლებმა ჯანმრთელობა უსურვეს და მოუწოდეს, რომ მიღებული ინფორმაცია გაეცნოთ მათი ახლობლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203