არაშენდას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „თავდადებული მამულიშვილები“ მოიგონეს
19-06-2018
არაშენდის საჯარო სკოლის VI კლასში თემაზე : ,,თავდადებული მამულიშვილები" ღონისძიება გაიმართა. 

საღამო კლასის დამრიგებლის, ნოდარ ჯიქურაშვილისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „იდეატორის“ წევრთა მიერ მომზადდა.

ღონისძიებაზე საუკუნეთა მიხედვით საქართველოში გაბატონებული სახელმწიფოების მიერ ქართველთა რელიგიური და ფიზიკური ჩაგვრის მომენტები გამოიკვეთა და ის პიროვნებები გაიხსენეს, რომლებმაც სამშობლოსა და მართლმადიდებლობისთვის თავის გასწირეს. 

შეხვედრა ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203