„სიკეთის კეთების დღე!“ - ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება 
13-01-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული ღონისძიებებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ასევე საახალწლო-საქველმოქმედო ზეიმი - „სიკეთის კეთების დღე!“ ჩატარდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ინგლისური ენის კლუბის წევრები. 

„კეთილი გულით მიძღვნილი, მცირედიც შეიწირების“ ინოვაციური, ემოციური,საოცარი აქტივობებით გამორჩეული დღე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება შობა-ახალ წელს ყველას დიდი სიყვარულით ულოცავს.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს სიყვარული და ბედნიერება დაგბედებოდეთ.

მადლობა თქვენ, საკეთილდღეოდ მრავალჟამს ჩვენი ერთობა და თანამშრომლობა!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203