დაწყებითი კლასების მოსწავლეთა დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიება თამარიანის საჯარო სკოლაში
13-01-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებების სერიით დაგვირგვინდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად იმართებოდა ზეიმები, მათ შორის აღსანიშნავია, I,II და IV კლასის მოსწავლეეთა წარმოდგენა. 

სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული დადგმებით შთამბეჭდავი სანახაობა გამართეს და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებისთვის და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის დღე ემოციებით სავსე და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...