ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამული და სამზადისი იყო, რომელშიც მოსწავლეები ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა თემატური სიმღერები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო, რამაც იქ მყოფი საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სასკოლო საზოგადოებამ შობა-ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.