
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებები საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მინი სპექტაკლი დადგეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და უცხოური ენის ცოდნა გამოავლინეს.
საახალწლო ღონისძიებაზე, ასევე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სასკოლო საზოგადოება ყველას დიდი სიყვარულით ულოცავს ახალ 2025 წელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე