ლიის თემის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა ფერადი და დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიება 
13-01-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამული იყო.

ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში, რომელსაც პედაგოგი თამარ ნანავა ხელმძღვანელობდა, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...