შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ძიმითის საჯარო სკოლაში 
13-01-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

დეკემბრიდან სკოლაში საახალწლო ჟრიამული იყო, მრავალეროვნად მორთულ სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც გაჯერებული იყო მუსიკაალური თუ ქორეოგრაფიული ნომრებით. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლებიც, მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე და დაუვიწყარი იყო. 

„წინასაახალწლო განწყობა, ჩემი პატარების მოგზაურობა „ციფრთა სამყაროში“, საკლასო ოთახში შექმნილი თბილი გარემო, ანთებული თვალები და გულწრფელი პასუხები.

მადლობა მშობლებს ჩართულობისთვის!
დამდეგს გილოცავთ,ირმას პირველები!“, - ასე აფასებენ სკოლაში იმ დღეს, როცა მოსწავლეები ჯადოსნური ახალი წლის მოლოდნიში, სასკოლო საზოგადოების წინაშე დაუვიწყარი წარმოდგენით წარდგნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...