
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება. მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს თემატური ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობა შეასრულეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
სკოლაში შობა-ახალ წელს ყველას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, კოლეგებო, მშობლებო! გილოცავთ ახალ წელს! მშვიდობის, სიხარულის, წარმატებების და ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის! მადლობა დღევანდელი დღისთვის თქვენ და თქვენს საყვარელ მასწავლებლებს: აზა ჩაფრავას და მზევინარ მეშველიანს. მუდამ გეღიმებოდეთ ჩემო პატარებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: