
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში I სემესტრი ზღაპრული და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლა ჯადოსნურმა ატმოსფერომ მოიცვა, რაც მოსწავლეთა განწყობაზე დადებითად აისახა.
საახალწლო ღონისძიება სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობით იყო გაჯერებული. ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა,
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8