მუხურჩის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლე ლანა სართანია და მისი საერთაშორისო წარმატებები 
13-01-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე იზრდება, მათ შორისაა პატარა სპორტსმენი, ხელოვანი და მრავალმხრივ განვითარებული ახალგაზრდა ლანა სართანია. 

ის აქტიურად ერთვება მასშტაბურ შეჯიბრებში და თავის შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. 

ლანა სართანია ათენის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც პირველი ადგილზე გავიდა.

ლანას კიდევ ერთი წარმატება იყო International online competition of art - Mexico-Acapulco-24, სადაც ასევე პირველი ადგილის მოპოვება შეძლო. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია ულოცავს მას ამ დიდ მიღწევებს და მას წინსვლას უსურვებს: „გვეამაყებით ლანა, რადგან შენ ხარ ყოველმხრივ განვითარებული ახალგაზრდა. წარმატებები!“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...