ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
იქ ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. მათ სხვადასხვა შემოქმედებითი წარმოდგენა გამართეს, მაყურებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა კომბლემ დაკარგული სანტა კლაუსი იპოვა და ყველას ახალი წლის ხალისი დაუბრუნა.
„დასრულდა კეთილად ჩვენი
ზღაპარი...
ბედნიერად მოვიდა წელი
ახალი..“,- ისმოდა ღონისძიებაზე.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: