კირიხლოს საჯარო სკოლის წიგნადი ფონდი გამდიდრდა
10-01-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა - კონსტანტინე გამსახურდიამ, დირექტორის მოადგილემ - მირიან ხოსიტაშვილმა და არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა - ნინო ბერიკაშვილმა.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკების მოსაწყობად წიგნების გადაცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...