თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
10-01-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამული იყო. 

სკოლაში, ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაზე, მესამე და მეხუთე კლასების მოსწავლეებმა ულამაზესი ნომრები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...