
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება.
მათ შორის იყოს საახალწლო კარნავალი, რომელიც სკოლაში 26 დეკემბერს ჩატარდა. კარნავალში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესანიშნავად შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების მიზანი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, მშობლების ჩართულობა და ხელშეწყობა იყო.
სკოლაში ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან და ახარებთ მათი აქტიურობა და შემოქმედებითობა.
„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
გილოცავთ ახალ 2025 წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9, ვიდეო10, ვიდეო11, ვიდეო12, ვიდეო13, ვიდეო14, ვიდეო15, ვიდეო16, ვიდეო17, ვიდეო18