
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში I სემესტრი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული გარემო შექმნეს.
სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილმა ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს მინი სპექტაკლი გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საახალწლოდ შექმნილი გარემოდან გილოცავთ შობა-ახალ წელს. დაგვბედებოდეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ხვავი ბარაქა და განათლების მიღების უწყვეტი სურვილი. ბედნიერება მოეტანოს 2025 წელს ჩვენი ქვეყნისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: