ლაფანყურის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა
10-01-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის, 2024-2025 წლის პირველი სემესტრი საახალწლო ზეიმით დაგვირგვინდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

მათ იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს და სასკოლო საზოგადოებას 2025 წელი მიულოცეს. 

„გილოცავთ შობა-ახალ წელს! ბედნიერების, სიხარულის, სიკეთისა და სიმშვიდის წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...