
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული.
იქ საახალწლო განწყობა მე-5 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. მათ ახალი წელი ერთმანეთს მიულოცეს, ამ პერიოდის შესახებ ისაუბრეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელებმა საჩუქრები გაცვალეს და ბევრი იხალისეს. მათ დამრიგებელი - მიხეილ დედაბრიშვილი ხელმძღვანელობდათ.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ვიდეო: