არბოშიკის საჯარო სკოლაში გრანდიოზული საახალწლო კარნავალი გაიმართა 
10-01-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები 2024 წელს ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.

მათ საახალწლო კარნავალი მოაწყვეს, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარადგინეს. სადღესასწაულოდ გამოწყობილმა ბავშვებმა დამსწრე საზოგადოება ცეკვის ნიჭითაც მონუსხეს. ერთმანეთს და იქ მყოფ თითოეულ ადამიანს შობა ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერება უსურვეს.

მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული საახალწლო განწყობა აჩუქეს და ეს დღე დაუვიწყარი გახადეს.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ზარ-ზეიმში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პედაგოგებიც. 

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ახალ, 2024 წელს.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ვიდეო 4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203