კერძო სკოლა „ოცნების“ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ
09-01-2025

წყალტუბოს კერძო სკოლა „ოცნებაში“ ახალგაზრდების განვითარებას, მათ ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალს დიდი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამის დასტურია კურსდამთავრებულთა მიღწევები. მათ შორის, 2022-2023 სასწავლო წლის მედალოსნებს - ლუკა ჯიქიას, ანი ლექვინაძესა და თეკლა ომიაძეს კუთვნილი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლაში კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203