შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა 
09-01-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

„კარნავალი 2025“ ლიდა ამირბეკიანისა და ნინო ზაქარიაძის ორგანიზებით გაიმართა. მხარდამჭერი კი, სკოლის დირექტორი - ჟულეტა საგატელიანი გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას 2025 წელი ლექსებით, სიმღერებთა და შემოქმედებითი ნომრებით მიულოცეს. 

„გილოცავთ 2025 წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს! სკოლის ეზო გადაიქცა სადღესასწაულო ზღაპარად, სადაც ყოველი კუთხე საშობაო ჯადოქრობით სუნთქავდა. დაე, ჩვენი მოსწავლეების ყოველი სიტყვა იყოს გზამკვლევი თითოეული ჩვენგანისთვის და 2025 წელი სავსე იყოს სიყვარულით, ტოლერანტობით, თბილი ღიმილითა და დაუვიწყარი წუთებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეოვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...