მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წინაშე საახალწლო ცეკვები, სიმღერები და ლექსები წარადგინეს.
მათ მაყურებელი გაახარეს და დაუვიწყარი შთაბიჭდილებები აჩუქეს.
„რა თქმა უნდა, საახალწლო დღესასწაული თოვლის პაპისა და მისი საყვარელი შვილიშვილის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნებოდა. მათ გაახარეს ბავშვები და გადასცეს საახალწლო საჩუქრები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
ვიდეო; ვიდეო; ვიდეო; ვიდეო; ვიდეო