„გემრიელი გაკვეთილი“ კერძო სკოლა „ანაბასისში“ 
09-01-2025

კერძო სკოლა „ანაბასისში“ პირველი სასწავლო სემესტრი გაჯერებული იყო საინტერესო და მხიარული აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ. 

მათ შორის, ყველაზე პატარა „ანაბასისელებისთვის“ „გემრიელი გაკვეთილი“ ჩატარდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც შემაჯამებელი და საჩვენებელი გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში დაგროვებული ცოდნა და ლექსიკური მარაგი კრეატიული და მრავალფეროვანი აქტივობებით წარმოგვიდგინეს, რაც ნათლად გამოხატავს ინგლისურის მასწავლებლის - ნანა ფერაძის აქტიურ და შემოქმედებითი მუშაობის შედეგებს.

გაკვეთილის ნამდვილი მშვენება იყო მშობლების ჩართულობა. ისინი ბავშვებთან ერთად დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ სახალისო აქტივობებში. მათი მთავარი შედევრი – ხილით შექმნილი ახალი წლის სიმბოლო, ნაძვის ხე, გახლდათ. 

მშობლების ასეთი გულწრფელი ჩართულობა ბავშვებისთვის დიდი მოტივაცია და სიხარული იყო. ღონისძიების მსვლელობისას აშკარად იგრძნობოდა, რომ მშობლების მხარდაჭერა და მასწავლებლის პროფესიონალიზმი განსაკუთრებულად ამდიდრებდა გაკვეთილს. 

პოზიტიური გარემოს შექმნაში აქტიურად იყო ჩართული კლასის ხელმძღვანელი მარიამ მოდებაძე.

ერთობლივმა ძალისხმევამ შექმნა არა მხოლოდ სახალისო, არამედ სასწავლო და შთამაგონებელი გარემო, რაც ყველას დაუვიწყარ გამოცდილებად დარჩება.

როგორც სკოლაში აფასებენ, ეს გაკვეთილი საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ბავშვების წარმატებული სწავლა, მშობლების ჩართულობა და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომა საოჯახო დღესასწაულად გადაიქცეს.

„მადლობა ყველას, ვინც დრო და ენერგია დაუთმო ამ განსაკუთრებულ დღეს!“, - აღნიშნა გაკვეთილის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო 1ვიდეო 2; ვიდეო 3.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203