სამების საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაში გაიმართა  
09-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო წელი საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებით იყო გაჯერებული. 

26 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, გაიმართა . 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის შიდასაკლასო შეჯიბრში გამარჯვებული მოსწავლეები.

ორგანიზატორი ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი სოფიო კევლიშვილი გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელით და წიგნით. ასევე, მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ სხვადასხვა სახალისო შეჯიბრის მონაწილე მოსწავლეები.

სკოლაში მადლობას უხდიან პროგრამას - „ასწავლე საქართველოსთვის“, მხატვრული ლიტერატურის მიწოდებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203