ზღაპრული საახალწლო განწყობა და საზეიმო აქტივობები კასრისწყლის საჯარო სკოლაში
09-01-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

იქ, სასწავლო წლის პირველ სემესტრში, საახალწლო აქტივობები გაიმართა. მათ შორის, დაწყებითი კლასის მომსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც სკეტჩები, ცეკვები და საახალწლო სიმღერები შეასრულეს.

გარდა ამისა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს კაფე საღამო. ამაღლებული საახალწლო გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა სახალისო აქტივობებით, ინტერნაციონალური ცეკვებითა და სიმღერებით, მხიარული კონკურსებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე-მასწავლებლის აქტიურმა ჩართულობამ, თბილმა და კეთილგანწყობილმა ურთიერთობებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მიწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებაზე.

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო 

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...