გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში, მიმდინარე სასწავლო წლის I სემესტრში, ფიზიკაში, საინტერესო პროექტები განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პროექტების პრეზენტაციების მომზადებასთან ერთად, სხვადასხვა რეალური საგნებისა და ობიექტების მოძრავი მოდელები დაამზადეს.
VIII კლასს ორი პროექტიდან ერთ-ერთი: „ქარის წისქვილი“ ან „კატაპულტი“ უნდა აერჩიათ. IX კლასმა პროექტი - „ბრუნვითი მოძრაობის გადაცემა“ მოამზადა, X კლასმა იმუშავა პროექტზე - „ფარადეის გალია“. XI კლასის მოსწავლეებმა, სურვილისამებრ, განახორციელეს პროექტები - „სამხრეთის მაჩვენებელი“ და „ელექტრომაგნიტი“.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალებას თავი წარმატებით გაართვეს. მათ ფიზიკის მასწავლებელი - ლელა ტყღუში ხელმძღვანელობდა.
„მათთვის პროექტზე მუშაობა საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, რადგან პროექტები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საკითხებისა და პრობლემების გადაჭრას ეხებოდა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: