წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
ლამაზ ზეიმში თითოეული მონაწილე დიდი ხალისითა და შემართებით ჩაერთო. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წლის დადგომა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით, სიმღერით, ლექსითა და ცეკვებით მიულოცეს.
მოსწავლეებმა სიტყვაც წარმოთქვეს და დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვეს. აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ეს დღე კი მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: