
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის დასტურია ისიც, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. მათ შორის, მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილის მფლობელებს კი თასებიც გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: