ნოქალაქევის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „საახალწლო ზღაპარი“
08-01-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად ექცათ. გაიმართა არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა.

მათ, შორის პირველკლასელებმა, კლასის დამრიგებლის - ნინო ხუხუნის ხელმძღვანელობით, ორიგინალური, მშვიდი და ჯადოსნური გარემო შესთავაზეს მსმენელებს, დადგეს - „საახალწლო ზღაპარი“. 

წარმოდგენამ სკოლაში ზღაპრული საახალწლო განწყობა დაატრიალა. ზღაპრის გმირებმა - „წითელქუდამ“, „ბურატინომ“, „ფუტკარმა“, „წუნამ“, „წრუწუნამ“, „მამალმა“, „მელამ“, „ბაჭიამ“, „ვარსკვლავეთის დედოფალამ“, „ფიფქმა“, „ბაბალემ“, „ახალმა წელმა“, „თოვლის ფიფქმა“ და „თოვლის პაპამ“ დაარწმუნეს ყველანი, რომ ახალი წელი არის სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი. მთავარია, მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ესაა ტრადიცია იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.

მოსწავლეებმა მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს და დამრიგებელსა და მშობლებს თავიანთი შემოქმედებითობით სიამაყის საფუძველი მისცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203